"ქართული დასის" ლიდერის ბაღათურიას მტკიცებით, გუშინ სამთავრობო საათის დაწყებამდე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა.
"4 აკლდა 20 წუთი როდესაც მითხრეს, რომ ვანო მერაბიშვილი პარლამენტის შენობაში იყო. 15 წუთში ის აღარ აპირებდა სხდომაზე გამოსვლას. არადა, მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა კომენტარები, რომ შს მინისტრი მოდის. 10–15 წუთით ადრე მინისტრი შენობიდან გაიყვანეთ. ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია ყვავის" – მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობას.
მისივე შეფასებით, შს მინისტრის პარლამენტის შენობიდან "გუშინდელი გაქცევა", იმის მაჩვენებელია, რომ უმრავლესობას პასუხები არა აქვს.
"თუ რაიმე აქვს შს მინისტრს, ეს გონიერებაა, მან ძალიან კარგად იცოდა, აქედან წასვლა მისი რეპუტაციის განადგურება იქნებოდა, მაგრამ მაინც წავიდა. რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე გუშინდელ დებატებში აგებდა, ეს პრეზიდენტი იყო" – აღნიშნა ბაღათურიამ.
სამთავრობო საათზე გუშინ შს მინისტრის ნაცვლად, მისი პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე მივიდა. ამის გამო, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა პროტესტის ნიშნად სამთავრობო საათი დატოვეს.
