"სოლიდარობა" - კანონი პოლიტიკურ სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს
"სოლიდარობა" - კანონი პოლიტიკურ სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს
14:43 30.03.2012
საზოგადოება ოპოზიციური ექვსიანებით და რვიანებით დაიღალა - ამ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერი ანზორ აბრალავა აკეთებს.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს უნდა შესთავაზონ კარგი საარჩევნო გარემო. პარტიებისთვის კი, აუცილებელია პოლიტიკური კონსენსუსი და ეკონომიკური სტაბილურობა.

მისივე თქმით, კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ სუბიექტებს.

"სოლიდარობის" ლიდერს მიაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანება არ არის საკმარისი. მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოების გაერთიანებაც.

"სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა და მიზნები. ჩვენ ვამბობთ და ვთავაზობთ კონკრეტულ გზებს საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. სხვა ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს და არ ამბობენ როგორ" - განაცხადა აბრალავამ.

"სოლიდარობის" ლიდერი შიშობს, რომ ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშეა, რადგან, მიაჩნია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, საქართველო ბუტაფორიული სახელმწიფო იქნება.

ბეჭდვა