"ჩემი საქართველოს" პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება
"ჩემი საქართველოს" პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება
14:40 30.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირებულია და იმ პროგრამების შექმნაზე იმუშავებს, რომელზეც საზოგადოების მხრიდან მოთხოვნაა.

გელბახიანმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით ის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც ითანამშრომლებს და მემორანდუმებსაც გააფორმებს.

იგი განმარტავს, რომ თანამშრომლობას ყველა პარტიასთან გეგმავს. თუმცა, აქამდე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრა და საუბარი არ ჰქონია. მისი თქმით, განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან" აკავშირებს.



ბეჭდვა