პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს
პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს
13:51 30.03.2012
პარლამენტი პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოვლენის და შესაბამისი რეაგირების  მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს იხილავს.
ამ საკითხის ინიციატორია ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია.
ბაღათურიამ განათლების სექტორში მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას საქმიანობის ამსახველი სქემა პარლამენტის ტრიბუნიდან ე.წ სლაიდების საშუალებით წარადგინა. მისი თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, განათლების სფეროს მონოპოლისტად მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იქცა.
ბაღათურიამ დღეს პრეზიდენტის დედის უცხოურ ფულთან კავშირზეც ისაუბრა და სამართალდამცველებს ქართულ განათლების სისტემაში თურქეთის მოქალაქის ფეთჰულაჰ გულენის საქმიანობის დაინტერესებისკენ მოუწოდა.
დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.

ბეჭდვა