გელბახიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს
გელბახიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს
13:34 30.03.2012
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია  "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იგი არამართებულად აფასებს ხელისუფლების ქმედებას ოპონენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.

"ბიძინა ივანიშვილი ეროვნებით ქართველია და ასეთი გართულებული გზით მისთვის მოქალაქეობის მინიჭება არ უნდა ხდებოდეს. ხელისუფლების მხრიდან ასეთი გართულებები საზოგადოებაში ეჭვსა და უსამართლობის განცდას იწვევს და ნეგატიურ მოვლენებს ავითარებს"- განაცხადა გელბახიანმა.

იგი ხელისუფლებას ურჩევს ამ ნაწილში მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე და პროცესი არ გაართულოს.

ბეჭდვა