არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ლიდერის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც ყოფილი დიპლომატი ქუჩის აქციების
მიზანშეუწონლობასა და საარჩევნო პროცესების კლასიკური ტიპით წარმართვაზე საუბრობს, პარალელურად კი, მოსალოდნელ სამოქალაქო ომზე ავრცელებს ინფორმაციას.
ეს კომენტარი გელბახიანმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, ხელისუფლება სამეგრელოში არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის.
როგორც მან აღნიშნა, ცალმხრივი სამოქალაქო ომი არ არსებობს და თუ დაპირისპირების ერთ მხარედ ხელისუფლება ცხადდება, მაშინ ალასანიამ უნდა ახსნას მეორე მხარე ვინ იქნება.
"თუ მეორე მხარეში თავისი თავი ყავს წარმოდგენილი, ამაზეც უნდა უპასუხოს საზოგადოებას, რადგან ბუნებრივია ყველას უჩნდება კითხვა თუ ვინ იგულისხმა მან სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში მეორე მხარეს" - განაცხადა გელბახიანმა.
