ვალერი გელბახიანი - სათავეში "რესპუბლიკელების" მოსვლის წინააღმდეგი ვარ
ვალერი გელბახიანი - სათავეში "რესპუბლიკელების" მოსვლის წინააღმდეგი ვარ
13:03 30.03.2012
ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი ხელისუფლებაში "რესპუბლიკური პარტიის" მოსვლის წინააღმდეგია.  ამის შესახებ დღეს მან "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ხელისუფლებაში მოვა, მოიყვანს საკუთარ გუნდს და რამდენიმე წელში კვლავ ბიზნესს დაუბრუნდება.

"მე, როგორც ქართველი არ ვარ მომხმრე რომ "რესპუბლიკელები" მოვიდნენ სათავეში. ამ ძალას არც ერთ არჩევნებში მხადრაჭერა არ ჰქონია"- განაცხადა გელბახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ეს იდეა უნდა გადაიხედოს, რადგან აღნიშნული პოლიტიკური ძალის ხელიუფლებაში მოყვანა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა.

ბეჭდვა