ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე უმცირესობაში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გადასვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და
მათი პარტიის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების შესახებ აკეთებს განცხადებას."საუბარია ქრისტიან-დემოკრატების წინააღმდეგ სააკაშვილისა და ივანიშვილის შეთქმულებაზე. ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ეტყობა სააკაშვილსაც მოეწონა. ქრისტიან-დემოკრატებისთვის უმცირესობა მარტო სკამი არ არის. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას უმცირესობამ ის 45 წუთი გამოიყენოს, რომელიც ეკუთვნის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. მისივე თმით, გასულ წელს, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას, გიორგი თარგამაძემ მიხეილ სააკაშვილს ელიტური კორუფციის სათავეში ყოფნაში დასდო ბრალი, რის მოსმენაც ეტყობა პრეზიდენტს აღარ უნდა.
რაც შეეხება უმცირესობაში გადამსვლელი დეპუტატის ვინაობას, ლევან ვეფხვაძე ამ საკითხზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობს და აცხადებს, რომ მის ვინაობას ხვალ დაასახელებს, "მანამ კი მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს"- აღნიშნა ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძისავე თქმით, ის მაჟორიტარი, რომელიც უმრავლესობიდან უმცირესობაში გადავა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ქრისტიან-დემოკრატების კვოტით იქნება მაჟორიტარად წარდგენილი.
