პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო
12:28 30.03.2012
პარლამენტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განმარტა, რომ კანონის არსი და მიზანი იგივე რჩება და ის მიმართულია პარტიების ფინანასების გამჭვირვალობისკენ.
ცვლილებების მიხედვით, კანონში "დაკავშირებულ პირთა" ცნება აღარ იქნება; ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. ასევე, პირს სამეწარმეო საქმიანობა არ შეეზღუდება თუ ის უშუალოდ საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება. შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
ამ ცვლილებებზე კონსულტაციები არასამთავრობო სექტორსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კანონპროექტის განხილვა დღეს სესიაზე პირველი მოსმენით მიმდინარეობს.


ბეჭდვა