პირის იდენტიფიცირებისთვის ყველა იმ დოკუმენტის გამოყენებაა შესაძლებელი, რომელშიც მისი პირადი ნომერია მითითებული.
"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, გამოყენებული იქნება პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასეთი დოკუმენტის გამოყენება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმებული იქნება სამოქალაქო სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
