"ქართული ოცნება" აშშ-ს ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს
"ქართული ოცნება" აშშ-ს ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს
12:10 30.03.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს.
"ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს ღია წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისების მიერ ჩატარებული სოციალური კვლევები რიგი მიზეზების გამო, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის კონტრპროდუქტიული გახდა.
წერილის თანახმად, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა.
"მოგმართავთ წინადადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მოგაწოდოთ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები, გიპასუხოთ კითხვებზე და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის განხილვაში"- აღნიშნულია კოალიციის წერილში.

ბეჭდვა