საკონსტიტუციო ცვლილებებზე 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა
11:37 30.03.2012
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე 80 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების ხელმოწერები  შეამოწმა და მისი ნამდვილობა დაადგინა. ამის შესახებ კომიტეტმა დღეს ბიუროს სხდომას აცნობა.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.
კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრს 25 წლის ასაკიდან ირჩევენ.
ამ ცვლილებების განსახილველად პარლამენტმა დღეს საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია უნდა შექმნას.

ბეჭდვა