საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოსა და გერმანიას 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.
