საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ნიკა ლალიაშვილი 26 მაისის აქციის დაშლის საკითხის გარკვევას შს და იუსტიციის მინისტრების მოადგილეებთან შეეცადა, თუმცა, კითხვის დასმა ბოლომდე ვერ მოასწრო.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სამთავრობო საათზე დეპუტატებს მხოლოდ წინასწარ დასმული კითხვების დაზუსტება შეუძლიათ. ამდენად, ლალიაშვილმა საკუთარი შეკითხვა ბოლომდე ვერ ჩამოაყალიბა, რადგან მიკროფონი გამოერთო.
ნიკა ლალიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზირებაზეც ისაუბრა.
მას მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ისეთი “წმინდა წყლის პოლიტიკური დეპარტამენტები” უნდა გამოეყოს, როგორიცაა კონტრდაზვერვისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტები.
ლალიაშვილი ასევე ფიქრობს, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტიც უნდა გამოეყოს და ამ უწყებას მხოლოდ სამოქალაქო ფუნქცია დარჩეს.
