თარგამაძე გირგვლიანის საქმისთვის „უბედური შემთხვევის“ კვალიფიკაციის მინიჭებას აპროტესტებს
თარგამაძე გირგვლიანის საქმისთვის „უბედური შემთხვევის“ კვალიფიკაციის მინიჭებას აპროტესტებს
19:24 29.03.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე კატეგორიულად მიღებელად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის “უბედური შემთხვევის” კვალიფიკაციის მინიჭებას.
პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა გირგვლიანის საქმეს „უბედური შემთხვევა” უწოდა.
გიორგი თარგამაძის თქმით, ეს იყო კრიმინალი და მკვლელობა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
“ეს არ არის უბედური შემთხვევა, ამიტომ არის ეს თემა აქტუალური საზოგადოებისთვის და მანამ იქნება, სანამ ყველა დამნაშავე საკადრისად არ დაისჯება” – განაცხადა თარგამაძემ.
სამთავრობო საათი პარლამენტში „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით გაიმართა.

ბეჭდვა