რუმინეთის ელჩმა ნიკოლოზ ვაშაკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
რუმინეთის ელჩმა ნიკოლოზ ვაშაკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
19:22 29.03.2012
რუმინეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დუმიტრუ ბადეამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს.
მათივე ინფორმაციით, რუმინეთმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ნიკოლოზ ვაშაკიძემ რუმინეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


ბეჭდვა