ზაზა გოროზია მექანიზაციის სერვისცენტრს დაათვალიერებს
ზაზა გოროზია მექანიზაციის სერვისცენტრს დაათვალიერებს
19:14 29.03.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად, ხვალ კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას დაათვალიერებს.  
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 31 კმ-იანი კაზრეთის მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის შემდეგ, დამატებით 2 600 ჰა ფართობი გასარწყავდება, რომელიც 15 სოფელს მოიცავს.
კაზრეთის სარწყავი არხი 7000-მდე ბენეფიციარს მოსავლის მიღების საშუალებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
არხის მონახულების შემდეგ, ზაზა გოროზია ბოლნისში მექანიზაციის ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნობა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მექანიზაციის სერვისცენტრები გლეხებისა და მცირე ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ასევე, ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა