შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ ჟურნალისტ სოფო ნოკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ისტორიაზე პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი არ ისურვა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ზღულაძემ განაცხადა, რომ სოფო ნიკოლაშვილმა მამის კუთვნილი იარაღით ესროლა მეგობარს, რომელიც პოლიციელია.
„იგივე შედეგი დადგებოდა, ეს მეგობარი მამაკაცი ჟურნალისტი ან ინჟინერი რომ ყოფილიყო. ისევე, როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ეს ქალაბატონი პროფესიით ჟურნალისტია. აქ საქმე არ გვაქვს მის პროფესიულ საქმიანობასთან” – განაცხადა ზღულაძემ.
მისივე შეფასებით, ამ საქმის დელიკატური პირადი ისტორიის დეტალები პარლამენტის ტრიბუნიდან განსახილველი არ არის.
“მთავარი ის არის, რომ ამჟამად ადვოკატი და პროკურატურა მუშაობენ, შეძლებისდაგვარად ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია” – აღნიშნა ეკატერინე ზღულაძემ.
სოფო ნიკოლაშვილთან დაკავშირებით შეკითხვით შს მინისტრს ფრაქციამ “ერთობა სამართლიანობისთვის” მიმართა.
ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაპატიმრებული.
