ზღულაძე -პოლიციას მოსახლეობის სრული უმრავლესობა - 87% ენდობა
ზღულაძე -პოლიციას მოსახლეობის სრული უმრავლესობა - 87% ენდობა
18:18 29.03.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში პოლიციის მიმართ ნდობა იზრდება.
ეს განცხადება ზღულაძემ პარლამენტში სამთავრობო საათზე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ საპასუხოდ გააკეთა. ოპოზიციამ შეკითხვა პოლიციის პოლიტიზირებაზე დასვა, რასაც შს მინისტრის მოადგილე არ დაეთანხმა.
“თქვენს შეკითხვაზე არის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიზირებული, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. სტატისტიკურად, პოლიციას მოსახლეობის სრული უმრავლესობა - 87% ენდობა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, პოლიციის მიმართ ნდობა იზრდება. პოლიტიზირებულ და ვიღაცის ჯიბის პოლიციას კი, საზოგადოების 87% ასეთ ნდობას ვერ გამოუცხადებს” – აღნიშნა ეკა ზღულაძემ.



ბეჭდვა