„ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს
„ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს
17:21 29.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე დამკვირვებლების ლიმიტის გაზრდას და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით, მოძრაობის წევრებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განმარტებით, მოქმედი საარჩევნო კოდექსით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე დაკვირვების უფლება შეზღუდულია. ამის მიზეზად კი, ის ფაქტი სახელდება, რომ ერთ სადამკვირვებელო ორგანიაზაციას მთელ საარჩევნო პროცესზე მხოლოდ 2 დამკვირვებელის ყოლის უფლება აქვს.

"საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა აუცილებლობად მიგვაჩნია. ასევე, დამკვირვებლების რაოდენობის რეგისტრაცია არა ცესკო-ს კეთილი ნებით, არამედ სწორი კანონმდებლობით უნდა მოხდეს" - განაცხადა ჩიკვაიძემ.
„ამომრჩეველთა ლიგის“ წევრებმა საქართველოს ორგანულ კანონში შესაბამისი ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც მიმართეს.

ბეჭდვა