იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განმარტებით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ვადები არ დარღვეულა.
ეს განცხადება ბურჯალიანმა პარლამენტში, სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, კანონმდებლობით იუსტიციის სამინისტროს სამთვიანი ვადა აქვს, რომელიც ჯერ არ გასულა.
“ვადები არ დარღვეულა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება და შესაბამის პირს ეცნობება” - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებმა წერილობითი შეკითხით მიმართეს იუსტიციის სამინისტროს დეტალურად განმარტონ რა ეტაპზეა ამჟამად ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
