ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სამთავრობო საათზე „ორი ქალის მოსასმენად არ მისულა“.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
ბაღათურიას შეფასებით, ვანო მერაბიშვილი პარლამენტში სიმართლეზე საუბარს გაექცა. დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით კი, შს მინისტრის გამოუცხადებლობა “ბრძოლის ველიდან გაქცევაა“.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც შეიტყვეს, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში არ მივიდოდა.
სამთავრობო საათზე ამჟამად, იუსტიციისა და შს მინისტრების პირველი მოადგილეები თინათინ ბურჯალიანი და ეკატერინე ზღულაძე იმყოფებიან.
