საქართველოს „მწვანეთა პარტია“ კომპანია „თელასის“ გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანის დანიშვნას არასამართლიანს უწოდებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართული და სომხური ენერგეტიკული სექტორები რუსეთის ენერგოიმპერიის რეგიონულ განშტოებებად იქცა.
„საქართველოში ატომური სადგურების მშენებლობის დამკანონებელი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური გაგზავნეთ სომხეთის „მეწამორის ატომური ელექტროსადგურის“ დირექტორის პოსტზე დროებით, 2013 წლამდე. არჩევნების შემდეგ, ხეთაგური ჩაანაცვლეთ უმუშევრად დარჩენილი, ატომური სადგურების ერთადერთი და უკანასკნელი „ლობისტით“ დედამიწაზე მიხეილ სააკაშვილით“ - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
„მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ წინადადებას რუსეთის უმაღლეს წრეებში სერიოზულად განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
