საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციამ შეიტყო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებდა.
გიგი წერეთელმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრების ქმედება მასკარადად შეაფასა, გოკა გაბაშვილმა კი - პოლიტიკურ სპექტაკლად.
მას შემდეგ რაც ფრაქციამ სხდომათა დარბაზი დატოვა, სამთავრობო საათი მისი მოწვევის ინიციატორის გარეშე, მაინც დაიწყო.
ამჯერად, შეკითხვებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი პასუხობს.
