„მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღეს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
პავლე კუბლაშვილის განმარტებით, დონორ ორგანიზაციებს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს და ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად კანონში ახალი ჩანაწერი გაკეთდება. ჩანაწერის შინაარსი კუბლაშვილმა დღეს არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ მას კომიტეტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას წარმოადგენს.
კომიტეტმა დღეს „მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა, სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
