საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი კონსტიტუციის დარღვევად აფასებს რეგლამენტში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმად,
პარლამენტის სხდომების ჩატარება 1 მაისიდან ქუთაისში იქნება შესაძლებელი.
ჟურნალისტებთან საუბრისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც ქუთაისში დაგეგმილ სხდომას დაესწრება.
"ვერ წარმომიდგენია სად უნდა ჩატარდეს პარლამენტის სხდომა. ქუთაისში გავიარე და მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარს სახურავზე სხდომების ჩატარება, ალაბათ ხათუნა გოგორიშვილი და დავით ბაქრაძე მიხეილ მაჭავარიანთან ერთად გამართავენ იქ სხდომას" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო კომიტეტებს ჯერ მსჯელობა არ დაუწყიათ.
