ვალერი კვარაცხელია - ჩემი შვილის "მე-9 არხიდან " გათავისუფლების მიზეზი "ქართული ოცნების" კრიტიკა გახდა
ვალერი კვარაცხელია - ჩემი შვილის "მე-9 არხიდან " გათავისუფლების მიზეზი "ქართული ოცნების" კრიტიკა გახდა
14:52 29.03.2012
პარტია "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია ტელეკომპანია "მე-9 არხიდან" მისი შვილის გათავისუფლებას, მის მიერ   "ქართული ოცნების" გაკრიტიკებას უკავშირებს.

როგორც კვარაცხელიამ განმარტა, მისმა შვილმა თამარ კვარაცხელიამ "მე-9 არხში" ერთი სეზონი იმუშავა და ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილიც იყო.

"როგორც კი ტელეეთერით "ქართული ოცნება" გავაკრიტიკე, ჩემი ქალიშვილი დაიბარეს და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მისთვის მიზეზები არავის განუმარტავს, მხოლოდ ტელევიზიის დატოვება მოსთხოვეს" - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

იგი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ირაკლი ტრიპოვსკიმ და კახა ბექაურმა მიიღეს. ბექაური აღნიშნულ ტელევიზიას ხელმძღვანელობს.

თამარ კვარაცხელია "მე-9 არხიდან" გუშინ გაათვისუფლეს.

ბეჭდვა