IFC და EBRD „საქართველოს ბანკის“ აქციონერები გახდნენ
IFC და EBRD „საქართველოს ბანკის“ აქციონერები გახდნენ
14:24 29.03.2012
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „საქართველოს ბანკის“ 4.58-4.58 პროცენტის აქციონერები გახდნენ.  
მათ „საქართველოს ბანკისთვის“ გაცემული სესხების ნაწილის კონვერტირება სააქციო კაპიტალში მოახდინეს. IFC–მა და EBRD–მ 2 სესხის კონვერტირება განახორციელა, რომელთაგან თითეული 26 მლნ აშშ დოლარს შედგენს. სესხები იმ 200 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების ნაწილია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა „საქართველოს ბანკს“ 2008 წელს გამოუყვეს.
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ ეს ბანკის კაპიტალის გაძლიერებას, მისი კონკურენტუნარიანობას გაზრდას და ოპერაციების გაფართოების საშუალებას შეუწყობს ხელს. ბანკმა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშიც განათავსა.
“საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას აქციების განთავსების თაობაზე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში, ძლიერი მხარდაჭერა მოჰყვა ბანკის დიდი ხნის პარტნიორებისგან IFC–სა და EBRD–სგან. პრემიუმ ლისტინგის შედეგად „საქართველოს ბანკი“ ინვესტორებს სთავაზობს მაღალი დონის გამჭვირვალობას, სწრაფად მზარდ და კარგად რეგულირებულ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ხელმისაწვდომობას”- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
EBRD–ის დირექტორის პოლ–ანრი ფორესტიერის თქმით, EBRD მხარს უჭერს „საქართველოს ბანკის“ წარმატებულ პრემიუმ ლისტინგს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„საქართველოს ბანკის სააქციო კაპიტალში შესვლით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბანკის კლიენტებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დასაქმებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“ - განაცხადა IFC–ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმამ.

ბეჭდვა