პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და მის შედეგებს სარწმუნო უწოდა.
კვარაცხელიას თქმით, NDI-ის კვლევების მიხედვით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 10%-იანი რეიტინგი დამაჯერებელი და სარწმუნოა.
„ქართულ ოცნებაში“ უკვირთ სად გაქრა ის რეიტინგი, რომელიც მათ არენაზე გამოსვლისას ჰქონდათ. ბატონო ბიძინა, ნაწილი დაიკარგა, ნაწილი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ წავიდა. ამას ჰქვია იმედგაცრუების ეფექტი და თქვენ როგორც ფსიქოანალიტიკის სპეციალისტს ეს უნდა გცოდნოდათ“- აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
კვარაცხელიას თქმით, ის „ქართულ ოცნებას“ 2 თვის წინ უწინასწარმეტყველებდა რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას.
კვარაცხელიამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ურჩია კოალიციას სახელი გადაარქვას და მას ქართული იმედგაცრუება დაარქვას. „ან დასხდნენ და იოცნებონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე“- განაცხადა მან და აქვე, დასძინა რომ პოლიტიკის და პარტნიორების ხშირი ცვლით, სააჭვოა „ქართულმა ოცნებამ“ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
