ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვა 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი
ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვა 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი
13:58 29.03.2012
მიმდინარე წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები გამართვა ქუთაისში იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.

კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარულის ხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

საქართველოს კონსტიტუციით კი, პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.

ბეჭდვა