კობა სუბელიანი დღეს პარლამენტში მივა
კობა სუბელიანი დღეს პარლამენტში მივა
10:05 29.03.2012
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დღეს დეპუტატების წინაშე წარსდგება.
მინისტრი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომას დაესწრება.
სუბელიანმა დეპუტატებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
კომისიის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა