საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩენ ძიანფუ მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.
მხარეებმა ასევე, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს.
