საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება, რის შემდეგაც დეპუტატები მუშაობას შეუდგებიან.
ხვალ კი პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სასესიო კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავს. წინასწარ ცნობილია, რომ დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება.
დეპუტატებს პირველ სასესიო კვირას რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მოუწევთ მსჯელობა, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და საგადასახადო კოდექსის პროექტი. დეპუტატებს რამდენიმე ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოუწევთ.
წინასწარ ცნობილია, რომ პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს ეწვევა და ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს თებერვალში ეწვევა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
