სახალხო დამცველის ანგარიშის დიდი ნაწილი სასაჯელაღსრულების დაწესებულებებში დარღვევებს ეხება
სახალხო დამცველის ანგარიშის დიდი ნაწილი სასაჯელაღსრულების დაწესებულებებში დარღვევებს ეხება
16:35 28.03.2012
საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ადამიანის უფლებათა და  თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში ყველაზე დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება.
წლევანდელ 650 გვერდიან ანგარიშში ამ საკითხს 300 გვერდი უჭირავს.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ანგარიში დღეს მედიას გააცნო.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასაჯელაღსრულებით დაწესებულებებში გარდაცვლილი პატიმრების თემას.
მისი თქმით, ეს საკითხი კვლავაც პრობლემად რჩება, ასევე პრობლემაა აღნიშნულ დაწესებულბებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
ტუღუშის განცხადებით, წლევანდელ ანგარიშში არაერთი საჯარო მოხელე და თანამდებობის კონკრეტული პირია დასახელებული, რომლებიც მონიტორინგის შედეგად და პატიმრების გადმოცემით, შემჩნეული იყვნენ სასაჯელაღსრულებით სისტემებში კანონდარღვევის ფაქტებში.
ტუღუშის თქმით, ანგარიშში საუბარია სასამართლოს შესახებაც - მოყვანილია კონკრეტული პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო პროცესების მსვლელობისას დააფიქსირა.
ანგარიშში ყურადღება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსაც ეთმობა.
"ჟურნალისტებმა, რომლებიც აქციის დარბევაში მოჰყვნენ, შესაძლოა, ანგარიშში საკუთარი გვარი. მომხდარის შედეგად შეილახა ჟურნალისტთა უფლებები"- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
სახალხო დამცველი დაკავების პროცესში ან დაკავების შემდეგ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზეც საუბრობს და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემებსაც უსვამს ხაზს. ანგარიშში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი, სადაც საჯარო დაწესებულებები ფიზიკურ პირებს და მედიის წარმომადგენლებს არასრულ ინფორმაციას აძლევდნენ, ან საერთოდ არ აწვდიდნენ საჯარო ინფორმაციას.

ბეჭდვა