არასამთავრობოები პრეზიდენტისგან ხეთაგურის გადაყენებას მოითხოვენ
არასამთავრობოები პრეზიდენტისგან ხეთაგურის გადაყენებას მოითხოვენ
16:13 28.03.2012
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრში" დღეს, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.


მათ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტისთვის გასაგზავნ წერილს მოაწერეს ხელი.

მათი განცხადებით, მინისტრის გადაყენებას პარლამენტში წარსადგენად ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის მომზადების, მისი უწყების მიერ უპასუხისმგებლო, ცინიკური და აშკარა სიცრუის შემცველი განმარტებების, საზოგადოებაში ვნებათაღელვების გამოწვევისა და პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანის გამო მოითხოვენ.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის მიერ მიღებული "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შეთანხმების გაფორმებაა შესაძლებელი, შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში, დაინტერესებული პირის მიერ, სახელმწიფოსთვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება.

ბეჭდვა