პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი მივა
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი მივა
16:00 28.03.2012
პარლამენტში, სამთავრობო საათზე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი მივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის"  თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მას შესაბამისი უწყებიდან აცნობეს, რომ სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილის ნაცვლად, თინათინ ბურჯალიანი მივა.
ფრაქციამ პარლამენტში ადეიშვილის მისვლა მოითხოვა, მაგრამ მინისტრი უკრაინაში ვიზიტის გამო სამთავრობო საათს ვერ დაესწრება.
ბურჯალიანს დეპუტატები შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე და სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე დაუსვამენ.
პარლამენტში სამთავრობო საათი ხვალ გაიმართება.

ბეჭდვა