პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პიროვნულად მაღალი რეიტინგი აქვს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ელისო
ჩაფიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
შეკითხვაზე - უშლიან თუ არა ხელს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს კოალიციის სხვა ლიდერები, ჩაფიძემ კომენტარისგან თავი შეიკავა.
"ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტნიორები სჭირდება და შესაბამისად, ის ვალდებულია ითანამშრომლოს იმ პირებთან ვინც მის მსგავსად პროდასავლური ორიენტაციით გამოირჩევა" - დასძინა ჩაფიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, NDI-ის კვლევის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" გამოკითხულთა ხმების 10%-ზე მეტი მიიღო, ხოლო სანდოობის თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი 10-ე ადგილზე გავიდა. თუმცა, NDI-იმ გაავრცელა განცხადება, რომ მას პიროვნებების სანდოობის ხარისხზე კვლევა არ ჩაუტარებია.
