"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა საქართველომ" "გრინფისის" მემორანდუმს მოაწერეს ხელი
"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა საქართველომ" "გრინფისის" მემორანდუმს მოაწერეს ხელი
15:26 28.03.2012
პარტიებმა - "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" "უსაფრთხო ენერგეტიკის განვთარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე  გიგანტური კაშხლების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე" მემორანდუმი გააფორმეს.
"ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებები ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უარს ვიტყვით გიგანტური ჰესების მშენებლობაზე, ასევე შევეწინააღმდეგებით სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ყველა მსგავს ინიციატივას" - ნათქვამია მემორანდუმში.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს ქვეყანაში 15 გიგანტური ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
"თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცახდებით, საქართველოსთვის მცირე ჰესებიც საკმარისია.
მემორანდუმი "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა" შეიმუშავა და ის ხელმოსაწერად ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაეგზავნა.

ბეჭდვა