ელისო ჩაფიძე - NDI-ის კვლევის შედეგები ტრაგიკული არ არის
ელისო ჩაფიძე - NDI-ის კვლევის შედეგები ტრაგიკული არ არის
14:32 28.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგები ტრაგიკული არ არის.

როგორც ჩაფიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, "ქართული ოცნება" კვლევას უნდობლობას უცხადებს მანამ, სანამ არ გაირკვევა რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ის და რა პირობებში მოხდა ხალხის გამოკითხვა.

"მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან ხალხის დაშინება და შანტაჟი მიმდინარეობს, ბუნებრივია მოქალაქეებს პოლიტიკურ შეხედულებებზე ღიად საუბარი უჭირთ" - აღნიშნა ჩაფიძემ.

მისი თქმით, შეკითხვა, რომელიც არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას გულისხმობს, არასწორადაა ფორმულირებული, რადგან ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი არასოდეს დაუსახელებია.

ბეჭდვა