პარტია "ქართული ოცნება" აპრილში დაფუძნდება
პარტია "ქართული ოცნება" აპრილში დაფუძნდება
14:13 28.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიას აპრილში დააფუძნებს. ამის შესახებ კოალიციის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
მისი თქმით პარტიის სახელწოდება "ქართული ოცნება" იქნება.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის პარტიის სახელით რომელი წარმომადგენელი რომელ რაიონში იყრის კენჭს არჩევნებზე, თუმცა, თავად ჩაფიძე ვარაუდობს, რომ იგი ტყიბულის რაიონში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.
"ვფიქრობ კენჭი ჩემი მშობლიური რაიონიდან, ტყიბულიდან ვიყარო. ამაზე ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნაც არსებობს" - განაცხადა ჩაფიძემ.


ბეჭდვა