ნიკა რურუა მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მსახიობების გათავისუფლებაზე ინფორმაციას არ ფლობს
ნიკა რურუა მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მსახიობების გათავისუფლებაზე ინფორმაციას არ ფლობს
12:36 28.03.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ  ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვერ გეტყვით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მსგავს გადაწყვეტილებებს თეატრის დირექტორი იღებს. მას ყველა უფლება აქვს ეს გააკეთოს. თუ კანონდარღვევას აქვს ადგილი, ამისთვის სასამართლო არსებობს"-განაცხადა რურუამ.

ინფორმაცია მოზარდმაყურებელთა თეატრიდან ორმოცამდე მსახიობის გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის დირექტორმა მიხეილ ანთაძემ თანამშრომლები იმის გამო გაათავისუფლა, რომ მათ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკთან" ხელშეკრულებები განაახლეს.

ბეჭდვა