დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში სამხრეთაფრიკელი
ბური ფერმერის პიტ კემპის მეურნეობას მოინახულებს.
ფერმერს ნაკვეთში სიმინდი და ხორბალი აქვს დათესილი.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს,
სამხრეთაფრიკელი ფერმერების საქართველოში საქმიანობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერები საქართველოში ბიზნესის წარმოებით და ინვესტიციების დაბანდებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 120-მდე ბური ფერმერი სტუმრობდა, მათგან 20-მა ბიზნესი საქართველოში დაარეგისტრირა, რამდენიმე ფერმერმა კი - კონსორციუმი შექმნა.
