ბეჟან ხურციძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს
ბეჟან ხურციძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს
17:27 11.02.2012
ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს.  აღნიშნული ინფორმაცია "ნიუსპრესთან" საუბარში უმრავლესობის წევრებმა დაადასტურეს.
თავად ბეჟან ხურციძემ კი უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ არაფერი არ იცის. "ნიუსპრესთან" საუბრისას მან განაცხადა, რომ უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მისთვის არავის არაფერი უცნობებია და ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო.
"არ ვიცი რა ხდება. ბავშვობაში სკოლიდან მრიცხავდნენ, ახლა ეტყობა უმრავლესობიდან" , - განაცხადა ბეჟან ხურციძემ.
ბეჟან ხურციძე ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი უკვე მეოთხეჯერაა. იგი ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

ბეჭდვა