ჟენევის მოლაპარაკებების მე-19-ე რაუნდი დღეს იწყება
ჟენევის მოლაპარაკებების მე-19-ე რაუნდი დღეს იწყება
10:21 28.03.2012
დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი იწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოში კონფლიქტების  მოგვარების საკითხებს ეძღვნება.

ოფიციალური ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას მოითხოვს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავების საკითხს დასვამს.

ამასთან, ქართული მხარე კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგების აუცილებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

მოლაპარაკებებზე ასევე, განიხილება ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხი.

ბეჭდვა