არასამთავრობოების ადვოკატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონსულტაცია გაუწიეს
არასამთავრობოების ადვოკატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონსულტაცია გაუწიეს
19:26 27.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ,,ადამიანის უფლებათა სახლის" ადვოკატებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის  წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და უფასო იურიდიული დახმარება გაუწიეს.

შეხვედრაზე საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებსა და მათ გადასაჭრელად იურიდიული მექანიზმების მოძიებას შეეხო. ასევე, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სხვა სპეციფიკური საკითხებიც.

იურისტებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ის პროექტები გააცნეს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

საინფორმაციო შეხვედრა "ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის "უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის" ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრა გაიმართა კავშირი "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" ოფისში.

ბეჭდვა