ლორთქიფანიძე NDI-ის კვლევის შედეგებს გაეცნო
ლორთქიფანიძე NDI-ის კვლევის შედეგებს გაეცნო
19:02 27.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს NDI-ის ოფისში კვლევის შედეგებს გაეცნო.

"კვლევის თანახმად 38% აცხადებს, რომ არჩევნები კარგად ჩატარდება, ხოლო 14% ამბობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება ანუ ჯამში მომავალ არჩევნებს ნდობას 52% უცხადებს, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. კვლევის ეს შედეგი მხოლოდ უნდობლობას იმსახურებს" - აცხადებს ლორთქიფანიძე.

NDI-მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 რესპონდენტი გამოკითხა.

ბეჭდვა