დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხვალ გარდაბნის
რაიონის სოფელ სართიჭალაში სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერის პიტ კემპის მეურნეობას მოინახულებს.
ფერმერს ნაკვეთში სიმინდი და ხორბალი აქვს დათესილი.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს,
სამხრეთაფრიკელი ფერმერების საქართველოში საქმიანობა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ხორცილელდება.
სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერები საქართველოში ბიზნესის წარმოებით და ინვესტიციების დაბანდებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგები მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქართული მხრიდან პაპუნა დავითაიამ მოაწერა ხელი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 120–მდე ბური ფერმერი სტუმრობდა, მათგან 20–მა ბიზნესი საქართველოში დაარეგისტრირა, რამდენიმე ფერმერმა კი - კონსორციუმი შექმნა.
ამჟამად, საქართველოში 10 ბური ფერმერი საქმიანობს. ისინი საქმიანობას ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთის რეგიონში ეწევიან.
