უბილეთო მგზავრებს საჯარიმო ქვითარს ელექტრონული ფორმითაც გამოუწერენ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა დღეს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაკონკრეტდა, რომ საჯარიმო ქვითარი ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით უნდა გამოიწეროს.
ასეთი ვალდებულება შესაბამის პირებს იმ მგზავრების მიმართ ექნებათ, რომლებიც უბილეთოდ ავტობუსით და ან მიკროავტობუსით მგზავრობენ. ასევე იმ მგზავრთა მიმართ, რომელთაც აღნიშნული ტრანსპორტებით, ათიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვები უბილეთოდ გადაჰყავთ.
