NDI პარტიების რეიტინგებზე მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს
NDI პარტიების რეიტინგებზე მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს
16:55 27.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პარტიების რეიტინგების შესახებ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
NDI-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არასწორი ინფორმაცია პარტიების რეიტინგის შესახებ კონკრეტული ტელეკომპანიის დილის ეთერში გავიდა. კერძოდ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, სიუჟეტში მოყვანილი მაჩვენებლების პროცენტული გადანაწილება - 87%, 10% და 3% იყო.
„NDI-ს პარტიების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და შესაბამისად, სიუჟეტში გასული მონაცემები ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ შეესაბამება“- აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია 21 მარტს გამართა.
კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. სულ 3 161 რესპონდენტი გამოიკითხა.

ბეჭდვა