პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, NDI-ის კვლევაში დიდი ხარვეზებია.
როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, კვლევების ნაწილი რეალობას ასახავს, მაგრამ არის ადგილები, რაც სანდოობის მხრივ ეჭვს ბადებს.
მისი თქმით, დაანგარიშებისას პროცენტები ჯამში 100-ს არ შეადგენს.
„მკვლევარებმა შეკითხვის დროს საპრეზიდენტო კანდიდატი არ დააზუსტეს. რა პრეზიდენტზეა საუბარი. სულ სხვა არის დღევანდელი პრეზიდენტი და სულ სხვაა პრეზიდენტი მომავალ კონსტიტუციაში“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, გაუგებარია კვლევის დროს რატომ არ დასვევს შეკითხვა პრემიერ-მინისტრის თაობაზე, რაც ეჭვს ბადებს, რომ კითხვები არ არის ისე აწყობილი რეალური პოლიტიკური სურათის მისაღებად.
NDI-ის კვლევები პოლიტიკური პარტიებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, კვლევის მიხედვით შედგენილ რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობას“ 47% აქვს, „ქართული ოცნებას“ - 10%-ზე მეტი, „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ –3%.
NDI–მ კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 რესპონდენტი გამოკითხა.
